მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

დვალიშვილი: „თავისუფლება გვსურს და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნება“

MMA-ს ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ჯიუ ჯიცუში იასპარეზა. შეხვედრების პირდაპირი რეპორტაჟი High Rollerz Jiu Jitsu-ს „იუთუბის“ გვერდზე მიმდინარეობდა.

ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ დვალიშვილმა პოლიტიკაზე ისაუბრა, მან რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ინტერვენცია კიდევ ერთხელ დაგმო.

მერაბ დვალიშვილი: „მშვიდობა მსურს. რუსეთი უკრაინაში იგივეს აკეთებს, რაც ჩემს ქვეყანაში - საქართველოში განახორციელა. საქართველო და უკრაინა მეგობრები ვართ. 21-ე საუკუნეა, არ გვსურს ომი და საბჭოთა კავშირში დაბრუნება, ჩვენ მშვიდობა და თავისუფლება გვინდა.

საქართველო და უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყნებია, ევროპასთან და აშშ-სთან ვმეგობრობთ, ჩვენი კულტურა და ტრადიციები გვაქვს. 

აქ შევიკრიბეთ, ვშომობთ, ვხალისობთ, ვერთობით, უკრაინაში კი ადამიანები იღუპებიან და ამას რუსეთის ხელისუფლება აკეთებს. რუსეთი კორუმპირებული ქვეყანაა და ეს ყველამ კარგად ვიცით“.

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.

მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანისის ბრძოლა 11 მარტს (ადგილობრივი დროით, თბილისის დროით 12 მარტს), ლას ვეგასში მდებარე Virgin Hotels-ში გაიმართება და UFC Fight Night 221-ის მთავარი მოვლენა იქნება, რაც ნიშნავს, რომ ჩხუბი 5 რაუნდს გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები