გიორგი შერმადინი, ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 13 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფე“ „პერისტერის“ დაუპირისპირდა, მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და მოწინააღმდეგე უმარტივესად 86:60 დაამარცხა.

როგორც ყოველთვის, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გიორგი შერმადინი. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 21 წუთი და 43 წამი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში, ვეტერანმა ქართველმა 13 ქულა 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მატჩში საუკეთესო სტატისტიკით ესპანელი გუერა მოგვევლინა, რომელმაც 17 წუთში 15 ქულას, 5 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, „ტენერიფე“ ჯგუფში 9 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. ცნობისთვის, ვიდორეტას შეგირდები ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ მატჩს რიტასის წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება 21 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასეთი კავაი მოგვენატრა - ლილარდმა მინესოტასთან იფრინა
ასეთი კავაი მოგვენატრა - ლილარდმა მინესოტასთან იფრინა