ტოჩინოშინი, კიუშუ ბაშო
Aa
Aa

მე-7 მარცხი კიუშუ ბაშოზე - ტოჩინოშინი გამოუვალ სიტუაციაშია

კიუშუ ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-13 მაეგაშირა ოკინოუმის (ბალანსი 5:6-ზე) შეხვდა და სამწუხაროდ იორიკირით დამარცხდა.

შეხვედრის სტარტზე ორივე სუმოისტს ძლიერი ტაჩიაი ჰქონდა და ბრძოლა მავაშში ჩავლებაზე წავიდა. სამწუხაროდ, დასწრებაზე უფრო ძლიერი იაპონელი რიკიში აღმოჩნდა. ოკინოუმიმ ლევან გორგაძეს მავაში ორივე ხელით აიღო და დოჰიოდან გადაყვანა აღარ გასჭირვებია.

ამ მარცხის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი 5:7-ზე გახდა და ახლა ლევანი გამოუვალ სიტუაციაშია ჩავარდნილი. ქართველ რიკიშის ბაშოზე წაგების უფლება არ აქვს და დარჩენილი 3 ბრძოლა აუცილებლად უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უარყოფით ბალანსს გაიფორმებს.

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე მე-14 მაეგაშირა იჩიიამამოტო იქნება, რომელსაც ლევანის მსგავსად, ბალანსი 5:7-ზე აქვს. სუმოისტები აქამდე ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ და ორ-ორი ბრძოლა მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები