დასანანი მარცხი - ბოლქვაძე US Open-ზე ვერ მოხვდა
ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე აშშ-ის ღია პირველობის კვალიფიკაციის ფინალში ნიდერლანდელ ანუკ კუვერმანს შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა.
პირველი სეტის შუაში კუვერმანსმა ბოლქვაძის ჩაწოდებაზე გეიმი აიღო და 4:2 დაწინაურდა და პარტია გამარჯვებამდე მიიყვანა - 6:3.
მეორე სეტში უპირატესობა კვლავ ნიდერლანდელი ჩოგბურთელის მხარეს იყო, თუმცა ბოლქვაძემ 2:4-დან სეტის შემოტრიალება მოახერხა და 6:5-საც იგებდა, თუმცა შემდეგ თაიბრეიქზე 5:7 დამარცხდა.
აქვე გეტყვით, რომ ასევე კვალიფიკაციის ფინალში დამარცხდა კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე, რომელმაც ჩეხ გაბრიელა კნუტსონთან შეხვედრა ორ სეტში დათმო.