ჰატაკიკომი - ტოჩინოშინის მე-5 გამარჯვება სუპერტურნირზე
შემოდგომის სუპერტურნირის, კიუშუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს მე-8 მაეგაშირა ტოჩინოშინმა მე-5 მაეგაშირა ატამიფუჯი ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. 11 დღის შემდეგ ტოჩინოშინის აქტივში 5 გამარჯვებაა, ექვს შეხვედრაში დამარცხდა.
ლევან გორგაძემ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო, თანაბარი ბალანსის დაბრუნებისთვის შემდეგ შეხვედრაში გამარჯვება სჭირდება.
კიუშუ ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-13 მაეგშირა ოკინოუმი იქნება. მათი 22 დაპირისპირებიდან ლევან გორგაძემ 12 მოიგო. 10 შეხვედრა ოკინოუმის გამარჯვებით დასრულდა.