ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ლობჟანიძე სუპერლიგის ტოპ 10-ში - Opta Analyst-ის სტატისტიკა ქართველზე

Opta Analyst-ის სტატისტიკის მიხედვით, თურქეთის სუპერლიგაში შექმნილი სახიფათო მომენტების რაოდენობით საბა ლობჟანიძე მე-9 ადგილზეა. პირველ პოზიციას „ადანას“ მაროკოელი შემტევი იუნეს ბელჰანდა იკავებს, რომელმაც 964 წუთში 38 სახიფათო მომენტი შექმნა. რაც შეეხება ქართველ შემტევს, ლობჟანიძის აქტივში 25 სახიფათო მომენტია (914 წუთი).

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა „ჰატაისპორის“ რიგებში მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე მხოლოდ 1 საგოლე პასია. ლობჟანიძე „ჰატაისპორში“ მეორე სეზონს ატარებს, კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

სუპერლიგის 11 ტურში „ჰატაისპორმა“ 10 ქულა დააგროვა, 18-გუნდიან ლიგაში მე-16 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიელი მსახიობი: „ხვიჩა ბოტიჩელისა და ჯორჯ ბესტის მიქსია“
იტალიელი მსახიობი: „ხვიჩა ბოტიჩელისა და ჯორჯ ბესტის მიქსია“