ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„არსაიდან გამოჩენილი მფრინავი გარემარბი“ - კვარა Sun-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, Sun-მა ამ ტურნირზე გარღვევის მომხდენი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები დაასახელა. Sun-ის რჩეულთა შორის „ნაპოლის“ ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიასაც ვხედავთ, რომელმაც ჯგუფური ეტაპი შესანიშნავად ჩაატარა.

„შახტარის ფეხბურთელის, მიხაილო მუდრიკის მიმართ უდიდესი ინტერესი მის მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენებ ბრწყინვალე თამაშამდე არსებობდა. მან 6 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი პლეიოფში გასვლა სცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

ასეთივე შთამბეჭდავი იყო ნაპოლის მფრინავი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია. 21 წლის ქართველი ფეხბურთელი არსაიდან გამოჩნდა და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე აღმაფრთოვანებელ მოთამაშედ იქცა. მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2 გოლი გაიფორმა“.

ცნობისთვის, ხვიჩას გარდა, ტოპ 11-ში დიოგუ კოშტა (პორტუ), რიკო ლუისი (სიტი), პიერო ინკაპიე (ლევერკუზენი), ანტონიო სილვა (ბენფიკა), სტრაჰინია პავლოვიჩი (ზალცბურგი), რაფაელ ონიედიკა (ბრიუგე), ჰარვი ელიოტი (ლივერპული), მარკუს ედვარდსი (სპორტინგი), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი) და მიხაილო მუდრიკი (შახტარი) მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აგენტი: „სპალეტი და დე ლაურენტისი ხვიჩას შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებენ“
აგენტი: „სპალეტი და დე ლაურენტისი ხვიჩას შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებენ“