ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
Aa
Aa

ვერცხლი და ბრინჯაო დასკვნით დღეს - თავისუფლებმა მსოფლიო ჩემპიონატი დაასრულეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდე ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა.

ტურნირის დასკვნით დღეს 125 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე სოლომონ მანაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ფალავანი ფინალში ირანელ ამირეზა ფარდინ მასუმი ვალადისთან დიდი სხვაობით, 13:2 დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.

ფინალამდე მანაშვილმა პირველ წრეში იაპონელი კაი შუტო 10:0 დაამარცხა, 1/4 ფინალში ამერიკელ ენტონი ლურენს კასიოპის 16:4 მოუგო, ნახევარფინალში კი უკრაინელი იური იდზინსკი გამოთიშა ასპარეზობას (10:0).

ამავე დღეს, საქართველოს დელეგაციამ ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. 92 კგ. წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძემ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინელი დენის სახალიუკი 5:3 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაესაკუთრა.

შეგახსენებთ, რომ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლები გიორგი ელბაქიძემ (70 კგ.) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ.) მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს მედალი აიღო - ელბაქიძე მსოფლიოს ჩემპიონია
ოქროს მედალი აიღო - ელბაქიძე მსოფლიოს ჩემპიონია