მარიამ ტორჩინავა
Aa
Aa

წაუგებელი სერია შეწყდა - ტორჩინავა ქამრისთვის ბრძოლაში დამარცხდა

ზაფხულში, MMA-ს სამყაროში მარიამ ტორჩინავა გამოჩნდა, რომელმაც Octagon league-ს მორიგ ღონისძიებაში Octagon 33-ში მიიღო მონაწილეობა და ყირგიზეთის წარმომადგენელი ბაკტიგულ კურმანბეკოვა დაამარცხა.

დღეს, HEXAGONE MMA-მ მორიგი ღონისძიება გამართა, სადაც მონაწილეობა კვლავ ტორჩნიავამ მიიღო, თუმცა სამწუხაროდ, ამჯერად გამარჯვება ვერ მოიპოვა. ქართველი მებრძოლი ქამრისთვის ლეტისია ბლოს შეერკინა. დაპირისპირება 5 რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ მსაჯების გადაწყვეტილებით ბლომ გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ მარიამ ტორჩინავას დღევანდელ დღემდე წაუგებელი სერია ჰქონდა(4:0), თუმცა დღეს დასრულდა. მიუხედავად ამისა, მარიამმა საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო, რომელიც მომავალ ბრძოლებში დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3-რაუნდიანი ბრძოლა და გამარჯვება - მარიამ ტორჩინავამ ყირგიზი მეტოქე დაამარცხა
3-რაუნდიანი ბრძოლა და გამარჯვება - მარიამ ტორჩინავამ ყირგიზი მეტოქე დაამარცხა