პარა ძიუდო - გუგავა მსოფლიო ჩემპიონია
თბილისში მიმდინარე პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. ჩემპიონობა ლევან გუგავამ (J2, 81 კგ) იზეიმა.
ქართველმა პარაძიუდოისტმა ფინალურ დაპირისპირებაში ყაზახ მეტოქეს აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. გუგავასთვის ეს კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა — ქართველი სპორტსმენი ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე პირველი ოქროს მედალი 25 სექტემბერს მოიპოვა. ჩემპიონი საბა ბაღდავაძე (J1, 81 კგ) გახდა.
ამრიგად, თბილისის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ანგარიშზე უკვე ორი ოქროს მედალია — ორივე 81 კგ წონით კატეგორიაში.