ილია თოფურია
Aa
Aa

UFC-ის ყველაზე პერსპექტიული მებრძოლები - Bleacher Report-ის ხუთეულში თოფურია მოხვდა

ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, Bleacher Report-მა ამ წუთისთვის, UFC-ის 5 ყველაზე პერსპექტიული მებრძოლი დაასახელა. სასიხარულოა, რომ მათ შორის საქართველოს წარმომადგენელსაც ვხედავთ და ილია თოფურია მე-3 ადგილს იკავებს.

„4 მოგება UFC-ში და 3 ნოკაუტი. მსუბუქ წონით დივიზიონში ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში, რომელიც მარტში ვიხილეთ, ჯაი ჰერბერტმა თოფურია დაანოკდაუნა და აიძულა, თავის დაცვაზე გადასულიყო, თუმცა ილია შტორმს გაუმკლავდა და ჰერბერტი მეორე რაუნდში, მარჯვენა ხელით განხორციელებული უზუსტესი დარტყმით დაანოკაუტა.

თოფურიას შეუძლია, როგორც დგომში, ისე პარტერში დაგაძინოთ. მას რეიტინგში წინსვლას უწინასწარმეტყველებენ და მისი მომდევნო ბრძოლა ედსონ ბარბოზასთან უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბრაზილიელმა ტრავმის გამო ჩხუბზე უარი თქვა და უცნობია, ილია ვის დაუპირისპირდება“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიას კარიერაში 12 ბრძოლა აქვს გამართული და არც ერთხელ დამარცხებულა. ილიამ ბოლოს ჯაი ჰერბერტის წინააღმდეგ იჩხუბა და მეტოქე მეორე რაუნდში დაანოკაუტა. ბრიტანელთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, იგი UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-14 ადგილზე დამკვიდრდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში 5 ფეხბურთელი უსწრებს - ხვიჩას ბრწყინვალე სტატისტიკა
ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში 5 ფეხბურთელი უსწრებს - ხვიჩას ბრწყინვალე სტატისტიკა