ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სმოროდსკაია ხვიჩაზე: შოკში ვარ, როგორ გაუშვეს გუნდიდან

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, „ნაპოლის“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენალურ თამაშს მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი პრეზიდენტი, ოლგა სმოროდსკაია ეხმაურება.

სმოროდსკაია რუსულ „სპორტ ექსპრესთან“ კომენტარი სინანულს გამოთქვამს, რომ კლუბმა თავის დროზე ქართველი შემტევის შენარჩუნება ვერ შეძლო.

რას ამბობს ოლგა სმოროდსკაია:

როგორ შეიძლება ასეთი მშვენიერი ფეხბურთლის თამაშს არ უყურებდე? რა თქმა უნდა, მისი თამაშით აღფრთოვანებული ვარ. შოკირებული ვარ, როგორ გაუშვეს ის გუნდიდან. ხვიჩა ყველა კომპონენტში უმაღლესი დონის ფეხბურთელია: თამაშით, სისწრაფით, არ კარგავს ბრძოლისუნარიანობას და ამის გამო გუნდი სულ იგებს. ერთი სიტყვით, ბრავო.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ჯერ ჯაკომო რასპადორის გაატანინა, 62-ე წუთზე კი პენალტი გაიტანა და ანგარიში 3:1 გახადა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგამ ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

კვარას მომენტები აიაქსთან:

საერთო ჯამში, მიმდინარე სეზონში, ქართველ ფეხბურთელს ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით ჩატარებულ 13 მატჩში 7 გოლი (2 ჩემპიონთ ლიგაზე, 5 სერია A-ში) და 7 საგოლე გადაცემა (3 ჩემპიონთა ლიგაზე, 4 სერია A-ში) აქვს.

ნეაპოლიტანური გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ბოლონიას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას თამაშს ყოვეთვის თან ახლავს „მარადონას“ შეძახილი...“ - იტალიური პრესის გამოხმაურება
„კვარას თამაშს ყოვეთვის თან ახლავს „მარადონას“ შეძახილი...“ - იტალიური პრესის გამოხმაურება