ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაარტყამს პენალტს“ - ხვიჩა აიაქსთან მატჩის შემდეგ

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე „აიაქსს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

ტრადიციულად, შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიამ და საბოლოოდ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. კვარამ ჯერ თანაგუნდელ ჯაკომო რასპადორის გაატანინა, შემდეგ კი ამსტერდამელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად და აქტივში გოლიც ჩაიწერა.

საგულისხმოა, რომ პენალტის ეპიზოდში თანაგუნდელმა, ვიქტორ ოსიმენმა დარტყმა ხვიჩას დაუთმო და ქართველმა ფეხბურთელმაც შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა. შეხვედრის დასრულების ამ საკითხთან დაკავშირებით კვარამ მცირე კომენტარიც გააკეთა.

რა თქვა კვარაცხელიამ:

პირველ რიგში, მინდა მივულოცო ბიჭებს და გულშემატკივრებს ეს გამარჯვება. მიხარია ამ სტადიონზე თამაში, რადგან ყოველთვის საოცარი ატმოსფეროა. რაც შეეხება გოლებს, ჩვენ ყოველთვის მომავლისკენ ვიყურებით. სერია A-ში მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება და ახლა ამაზე ვფიქრობთ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ შეასრულებს პენალტს, მე თუ სხვა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ვინმემ უნდა დაარტყას. არც ახლა და არც მომავალში არ ექნება მნიშვნელობა ამას ვინ გააკეთებს.

კვარა აიაქსის წინააღმდეგ:

მიმდინარე სეზონში, ქართველ ფეხბურთელს ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით ჩატარებულ 13 მატჩში 7 გოლი (2 ჩემპიონთ ლიგაზე, 5 სერია A-ში) და 7 საგოლე გადაცემა (3 ჩემპიონთა ლიგაზე, 4 სერია A-ში) აქვს.

ნეაპოლიტანური გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ბოლონიას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: “კვარაცხელიას ბრავო, დაცვაში შესანიშნავად იმუშავა“
სპალეტი: “კვარაცხელიას ბრავო, დაცვაში შესანიშნავად იმუშავა“