ერთა ლიგა, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 23 სექტემბერს, თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. გიბრალტარისა და საქართველოს მატჩი 26 სექტემბერს შედგება.

ერთა ლიგის უახლოესი თამაშებისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა  შემადგენლობა დაასახელა. 23 ფეხბურთელს შორის ერთი დებიუტანტია - საფეხბურთო კლუბ წყალტუბოს სამგურალის მეკარე ლევან შოვნაძე.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან მატჩებისთვის მოსამზადებელი საწვრთნელი შეკრება 19 სექტემბერს, თბილისში დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, ლუბინი, პოლონეთი),  ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), ჯემალ ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო).

თავდასხმა: ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სომხრეთ კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის დასვკნით 2 შეხვედრას ჯერ 23 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს, 26 სექტემბერს კი სტურმად გრიბრალტარის ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სტრატეგიული განვითარების 4 წლიანი გეგმა წარადგინა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სტრატეგიული განვითარების 4 წლიანი გეგმა წარადგინა