გურამ კაშია
Aa
Aa

კაშია: „როცა ქვეყნის ჰიმნს ვუსმენ, 10 კილო ენერგია მემატება“

საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს. პირველი მატჩი 10 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა კენიის ნაკრები გათამაშებიდან მოიხსნა, მიზეზი ფეხბურთელების კორონავირუსით ინფიცირებაა.

საქართველოს ნაკრები ბელგიას (12 სექტემბერი), ბრაზილიასა (13 სექტემბერი) და მოლდოვას (16 სექტემბერი) შეხვდება.

ბუდაპეშტში ოფიციალური შეხვედრების გამართვამდე საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები საბერძნეთს შეხვდა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრები ლაშა კუკუჯანაშვილისა და გიორგი კაკულიას გოლებით იგებდა, თუმცა შემდეგ ბერძნებმა ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს.

აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია დაესწრო.

მასტერ ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც გურამ კაშია საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრების ფეხბურთელებს ესაუბრება.

„საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმას რომ ვიცვამ, 10 კილო ენერგია მემატება. იმედი მაქვს, თქვენც იგივეს განიცდით''.

 

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      ხვიჩას ჯილდო, დრიბლინგი და ცრუ მოძრაობები - ნაპოლიმ 89-ე წუთზე მოიგო
      ხვიჩას ჯილდო, დრიბლინგი და ცრუ მოძრაობები - ნაპოლიმ 89-ე წუთზე მოიგო