ჩავიმ ზიდანის რეკორდი დაამხო
ჩავიმ ზიდანის რეკორდი დაამხო
ხვიჩას მე-5 გოლი სერია ა-ში
ხვიჩას მე-5 გოლი სერია ა-ში
ტროსარის ჰეთ-თრიკი
ტროსარის ჰეთ-თრიკი
მბაპეს გაჩერების დროა
მბაპეს გაჩერების დროა
სანდრომ ბევრ თემაზე ისაუბრა
სანდრომ ბევრ თემაზე ისაუბრა
კაკაბაძის ბრწყინვალე ასისტი
კაკაბაძის ბრწყინვალე ასისტი
რანიერიმ ხვიჩაზე ისაუბრა
რანიერიმ ხვიჩაზე ისაუბრა
ბუდუმ საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
ბუდუმ საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
2019 წელს ვურჩიე კვარა გაეფორმებინათ
2019 წელს ვურჩიე კვარა გაეფორმებინათ
კროოსი მიდის?
კროოსი მიდის?
ბონეკმა ხვიჩაზე ისაუბრა
ბონეკმა ხვიჩაზე ისაუბრა
უეფას მორიგი აკრძალვა რუსებს
უეფას მორიგი აკრძალვა რუსებს
უკრაინაში საომრად უხმეს
უკრაინაში საომრად უხმეს
კვარას საზღვარი არ აქვს
კვარას საზღვარი არ აქვს
მესი ბარსაში?
მესი ბარსაში?
მორიგი მარცხი
მორიგი მარცხი
პარკაძე საუკეთესოთა შორის
პარკაძე საუკეთესოთა შორის
Championat.com-ი კვარაზე
Championat.com-ი კვარაზე
Libero-მ ხვიჩაზე დაწერა
Libero-მ ხვიჩაზე დაწერა
ისტორიები სუპერგმირებზე
ისტორიები სუპერგმირებზე
„ლელო ბურთიდან 7 ერამდე?
Aa Aa
1 აგვისტო 2022  |  13:00

„ლელო ბურთიდან 7 ერამდე?" - Sky Sport Italia-ს სიუჟეტი ბორჯღალოსნებზე

Sky Sport Italia-მ ქართულ რაგბიზე  სიუჟეტი მოამზადა, რომელიც პირდაპირ ეთერში დღეს გავა და მისი სახელი ასეთია - „ლელო ბურთიდან 7 ერამდე?“. იგი ადგილობრივ პუბლიკას „ბორჯღალოსნებს“ გააცნობს, ლელო ბურთზე მოუყვება და ლევან მაისაშვილისა და იოსებ ტყემალაძის ექსკლუზიურ ინტერვიუებს შესთავაზებს. Sky Sport Italia-მ სიუჟეტი საკუთარ ვებგვერდზე დააანონსა და საინტერესო სტატიაც გამოაქვეყნა.

„10 ივლისი, ბათუმი, საქართველო - იტალია 28-19. ბორჯღალოსნებმა ტიერ ერთის წარმომადგენელი ნაკრები ისტორიაში პირველად დაამარცხეს. ჩვენთვის ეს უმძიმესი წაგება იყო, მათთვის - უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. დამარცხებულია გუნდი, რომელიც 6 ერში თამაშობს ან გუნდი, რომლის 6 ერში საქართველოთი ჩანაცვლებაც ბევრს უნდოდა. საქართველოსთვის ეს პირველი ნაბიჯი იყო გრძელ გზაზე, რომელიც 6 ერის წესების გამო ძალიან რთულია. იმისთვის, რომ მონაწილეთა რაოდენობა და ფორმატი შეიცვალოს, ტურნირის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო და არავინ რისკავს. არავინაა პლეიოფის მომხრე, რადგან არავის უნდა, 100 წელზე გრძელი ტრადიცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. საქართველო იტალიის ჩანაცვლებას არ ითხოვს. ისინი ხვდებიან, რომ ამისთვის ბოლომდე მზად არ არიან და სურთ, მეტი ტესტ-მატჩები მიიღონ ტიერ 1-ის გუნდების წინააღმდეგ. მათ სურთ, მოუმატონ, გაიზარდონ და შემდეგ რაღაც სიახლე გამოჩნდეს.

„ლელო ბურთიდან 7 ერამდე" ორ ექსკლუზიურ ინტერვიუს გაგიზიარებთ, რომლებშიც იოსებ ტყემალაძე და ლევან მაისაშვილი საქართველოში, ოვალურ ბურთთან დაკავშირებულ ტრადიციაზე მოგიყვებიან. ისინი ისაუბრებენ სპორტზე, რომლის ფესვებიც ტრადიციულ თამაშში, ლელო ბურთში დევს. ლელო ბურთში, რომელიც კალჩო ფიორენტინოსა და ინგლისური დერბის ნაზავს წარმოადგენს. ტყემალაძე და მაისაშვილი მოგვიყვებიან სპორტზე, რომელიც მთავრობისა და კეთილისმყოფლების დახმარებით, საქართველოს კულტურული და სპორტული იდენტობის მსოფლიო რუკაზე დატანისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი წამყვანი მამოძრავებელი ძალაა.

ქართველი მორაგბეები ფრანგულ და ინგლისურ კლუბებში თამაშობენ, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად საქართველოს შიდა ჩემპიონატის დონის გაზრდა ესაჭიროება და აუცილებელია, ქართულმა კლუბებმა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა სისტემატურად მიიღონ. ამ ასპექტებზე მათთან ერთად, ჩვენი ფედერაციაც მუშაობს. განვიხილავთ, სად წავიდეთ და როგორ გაიზარდონ და ვმუშაობთ, რომ იტალიისთვის საქართველო არა მოჩვენება იყოს, რომლისაც ეშინია, არამედ - მოკავშირე“, - წერს Sky Sport Italia.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სარაგბო გამოცემამ, Talkingrugbyunion-მა „ბორჯღალოსნებს“ სტატია მიუძღვნა და განაცხადა, რომ თუ საქართველომ 6 ერში გაწევრიანების შანსი ვერ მიიღო, რაგბი საკუთარ ზრდას ხელს შეუშლის.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
„თამაშებს მოგვაგებინებს
„თამაშებს მოგვაგებინებს" - სპალეტიმ და პოლიტანომ ხვიჩაზე ისაუბრეს