ილია თოფურია, ედსონ ბარბოზა
Aa
Aa

თოფურია ოქტაგონზე ბრუნდება - ილიას მომდევნო მეტოქე ცნობილია

UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე ცნობილია. Eurosport-ის ესპანური ვერსიის ინფორმაციით, „ელ მატადორი“ ოქტაგონზე 29 ოქტომბერს დაბრუნდება და ედსონ ბარბოზას დაუპირისპირდება.

ბრაზილიელი ქართველებისთვის ნაცნობი მებრძოლია. 2021 წლის 28 აგვისტოს, იგი ოქტაგონზე გიგა ჭიკაძის წინააღმდეგ გავიდა და მე-3 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. მას შემდეგ, ბარბოზამ კიდევ ერთი ბრძოლა გამართა და ბრაის მიჩელთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო.

ბარბოზა 36 წლისაა და 2020 წლის შემდეგ, ქვემსუბუქ წონით დივიზიონში გამოდის, რაც ნიშნავს, რომ ეს ბრძოლაც ქვემსუბუქ წონით დივიზიონში გაიმართება. იგი ამ წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის წევრია და მე-13 ადგილს იკავებს, ილია კი მე-15 გახლავთ. როგორც მოგეხსენებათ, თოფურიამ ბოლოს ჯაი ჰერბერტის წინააღმდეგ იჩხუბა და მსუბუქ წონით დივიზიონში სადებიუტო ბრძოლა ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ილია კარიერაში დაუმარცხებელია. მის ანგარიშზე 12 გამარჯვება და ნული წაგებაა. ბარბოზას რაც შეეხება, მას 33 ბრძოლიდან 22 მოგება და 11 მარცხი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„5 წლით დავბერდი
„5 წლით დავბერდი" - სტიაუას თავკაცმა საბურთალოსთან მატჩი შეაფასა