მერაბ დვალიშვილი, ჟოზე ალდო
Aa
Aa

„მერაბი ზომბივითაა, მაგრამ ალდო გაიმარჯვებს" - UFC-ის მებრძოლების ვარაუდი

UFC-ის ცნობილმა მებრძოლებმა, ჯოშ ემეტმა, ჯეკ შორმა, ადრიან იანესმა, კოდი სტამანმა და  კაილ ნელსონმა ჟოზე ალდოსა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლასთან დაკავშირებით პროგნოზი გააკეთეს. მათმა უმრავლესობამ ალდოს მოგება ივარაუდა და მერაბს ხმა მხოლოდ იანესმა და ნელსონმა მისცეს.

ჯოშ ემეტი

„მერაბმა ალდოს პარტერში გადაყვანა და თავისი ჭიდაობის გამოყენება რომ შეძლოს, მის მხარეს გადავიხრებოდი, მაგრამ ჟოზე ალდო თეიქდაუნების წინააღმდეგ დაცვაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ბევრჯერ არ გვინახავს, მის მეტოქეს თეიქდაუნი განეხორციელებინოს. სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში იგი შესანიშნავად გამოიყურება და კვლავინდებურად ძალიან სწრაფია. არჩევანის გაკეთება რთულია, მაგრამ ალბათ, ალდო გაიმარჯვებს“.

ადრიან იანესი

„ჩემს ხმას მერაბს ვაძლევ. მას გამორჩეული ტემპი აქვს, რომელთან გამკლავებაც ძნელია“.

ჯეკ შორი

„ამ ბრძოლაში ალდოს გამარჯვებას ვივარაუდებ. მერაბი ძალიან კარგია იმაში, რასაც აკეთებს, მაგრამ წარსულს თუ გადავხედავთ, გაგვიჭირდება, ვიპოვოთ მებრძოლი, რომელიც თეიქდაუნების წინააღმდეგ თავს ალდოზე უკეთ იცავს. ჟოზე შესანიშნავად ჭიდაობს და მის მეტოქეებს ალდოს პარტერში დატოვებაც უჭირთ. 3-რაუნდიანი ჩხუბია და ვფიქრობ, ეს ხელს ალდოს აძლევს. ამიტომ, ბრაზილიელს ავირჩევ. დვალიშვილი ძალიან კარგია იმაში, რასაც აკეთებს, მაგრამ ალდო მეტოქეების მიერ განხორციელებული თეიქდაუნების მცდელობებს ბრწყინვალედ აჩერებს და სტრაიკინგში მერაბზე ერთი თავით მაღლა დგას“.

კოდი სტამანი

„ურთულესია, ივარაუდო ამ ბრძოლაში ვინ გაიმარჯვებს. იმედი მაქვს, მერაბი მოიგებს და საქმეს ბოლომდე მიიყვანს, მაგრამ როგორც ვიცი, სატიტულო ბრძოლებს თუ არ ჩავთვლით, ალდო არც ერთხელ დამარცხებულა და ეს საოცარი მიღწევაა. ალდო თეიქდაუნების წინააღმდეგ დაცვისას სოლიდურად გამოიყურება და არ ვიცი, რა მოხდება. თუ იმ ალდოს ვიხილავთ, რომელსაც გამარჯვება უნდა, ალბათ, ბრაზილიელი მოიგებს, მაგრამ მერაბისგან თავის დაღწევა რთულია. დვალიშვილი ზომბივითაა. შეიძლება, ნოკაუტში ჩააგდო, მაგრამ არ ჩერდება და ბრძოლას აგრძელებს. იმედი მაქვს, დვალიშვილი გაიმარჯვებს, მაგრამ ფსონს ალდოზე ჩამოვალ“.

კაილ ნელსონი

„არჩევანის გაკეთება ძალიან ძნელია. ალდო შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ მერაბი თავის ბოლო ბრძოლებში ძალიან მაგრად გამოიყურებოდა. მართალია, ის მეტოქეებს პარტერში არ აჩერებს და წამოდგომის უფლებას აძლევს, მაგრამ თეიქდაუნს ისევ, ისევ, ისევ და ისევ ახორციელებს. ალდოს თეიქდაუნების წინააღმდეგ თავის დაცვა უმაღლეს დონეზე გამოსდის, მაგრამ მერაბს შეუძლია, სასურველ პოზიციაში აღმოჩნდეს, მეტოქე ოქტაგონის ღობესთან მიიმწყვდიოს, თეიქდაუნის განხორციელება სცადოს და მოწინააღმდეგეს მძიმე დარტყმები მიაყენოს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ალდო დისტანციის დაცვას და მეტოქისთვის მტკივნეული დარტყმების მიყენებას. ალდო ასაკში შედის და ფსონს მერაბზე ჩამოვდივარ“.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე ალდო UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი და საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელია. ბრაზილიელი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობდა და საჩემპიონო ქამარი კონორ მაკგრეგორთან წაგებული ბრძოლის შემდეგ დათმო. 2019 წელს, მან წონა შეიცვალა და სუპერ მსუბუქ დივიზიონში გადავიდა, სადაც სადებიუტო ბრძოლა მარლონ მორაესთან წააგო, შემდეგ კი პიოტრ იანთან დამარცხდა. ალდოს ზედიზედ 3 მოგება აქვს. მან მარლონ ვერას, პედრო მუნიოსსა და რობ ფონტს სძლია და სამივე ჩხუბში მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. მერაბს რაც შეეხება, „მანქანას“ ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს და ოქტაგონს თითქმის 1-წლიანი პაუზის შემდეგ, უბრუნდება

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ჩვენი გულშემატკივარი მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს
,,ჩვენი გულშემატკივარი მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს" - მატჩისშემდგომი პრესკონფერენციებიდან