კრიშტიანუ რონალდუ, მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

BBC Sport: "რონალდუ ტენ ჰაგის გეგმებში არ შედის და წასვლას აპირებს"

იტალიურმა გამოცემა La Republicca-მ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც სპორტულ მედიას ვირუსივით მოედო. წყაროს ცნობით, დიდი ალბათობაა იმისა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნატიედი“ დატოვოს.

ამის მთავარი მიზეზი კი გუნდში ტენ ჰაგის მისვლაა, რომელიც „წითელი ეშმაკების“ გადახალისებას და ტაქტიკის შეცვლას გეგმავს. ცნობილი ხდება, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი თავის სქემაში პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ვერ ხედავს.

La Republicca-ს ცნობით, ერიკი კლასიკური ნიდერლანდური შეტევის სტილის დაფუძნებას აპირებს. ამას ტენ ჰაგი „აიაქსში“ აკეთებდა და ყველაფერი კარგად გამოსდიოდა. რონალდუ კი ასეთი მიდგომის წინააღმდეგია და „მანჩესტერის“ დასატოვებლად მზად არის. საინტერესოა, რომ ამ ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა BBC-იც ადასტურებს.

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კრიშტიანუს წასვლა უნდა. „წითელი ეშმაკები“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებენ და ეს რონალდუსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, რომ 5 ოქროს ბურთის მფლობელს „იუნაიტედთან“ კონტრაქტი მომავალი წლის ივნისში უმთავრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიური: იუნაიტედმა შარშან მე-2 ადგილი დაიკავა, რონალდუსთან ერთად კი მე-6
ფიური: იუნაიტედმა შარშან მე-2 ადგილი დაიკავა, რონალდუსთან ერთად კი მე-6