ბუფონი: "2010 წელს ოქროს ბურთი ინიესტას ეკუთვნოდა"
ჯანლუიჯი ბუფონმა France Football-თან ხმაურიანი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც არაერთ საკითხზე საუბრობს, მათ შორის 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და ზინედინ ზიდანის სამარცხვინო საქციელზე.
ბუფონი:
„იმ მომენტში ყველაფერს ველოდი, გარდა იმისა, რაც მოხდა. ინსტიქტურად ყველაფერი გვერდითა არბიტრს ვუთხარი. გაოგნებული ვიყავი.. ზიდანის გაძევება ჩვენთვის შესანიშნავი შანსი იყო. ის საოცარ ფორმაში იმყოფებოდა და ნებისმიერი მატჩის პირადად მოგება შეეძლო. ეს იყო მატჩი, რომელიც საუკეთესოდ ვითამაშეთ. საფრანგეთი ალბათ მაშინ ყველაზე ძლიერი და მათი დამარცხება მხოლოდ ჩვენნაირი მენტალობის მქონე გუნდს შეეძლო.
სამწუხაროდ, „იუვენტუსის“ გარშემო ყოველთვის სკანდალი იყო. ჩემი გუნდი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და რაც მას ეხება გამუდმებით უფრო მძაფრია. იუვე ხშირად სხვისი ჩადენილი დანაშაულის გამოც კი დასჯილა. სამწუხაროდ, „ბებერ ქალბატონს“ გამუდმებით რაღაცაში ადანაშაულებენ.
ოქროს ბურთი ყოველთვის ლოგიკურად არ თამაშდებოდა. მაგალითად, 2003 წელს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. ეს კი მეკარისთვის საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ამის პარალელურად კი ოქროს ბურთის 5 საუკეთესო კანდიდატს შორისაც კი ვერ მოვხვდი. რატომ? ჟურნალისტებს გამბედაობა დააკლდათ? ვერ გარისკეს?
რეალურად ეს ამბავი დიდად არ მაღელვებს, რადგან არსებობს საკითხები, რომლებიც საერთოდ არ მაინტერესებს. გაიხსენეთ ინიესტა, ის 2010 წელს საუკეთესო იყო და ოქროს ბურთი მესიმ მოიგო..“
შეგახსენებთ, რომ 44 წლის ჯანლუიჯი ბუფონი ახლა „პარმას“ ღირსებას იცავს. ვეტერანი კარის დარაჯი იტალიურ კლუბს 2021 წელს შეუერთდა და დღემდე 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა.