ბექა ღვინიაშვილი
Aa
Aa

ბრწყინვალე გამარჯვება - ღვინიაშვილის ოქრო თბილისის გრან სლემზე

ძიუდოში, თბილისის გრან სლემის მესამე დღეს - 90 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ბექა ღვინიაშვილი უნგრელ კრისტიან ტოტს დაუპირისპირდა. ღვინიაშვილი დომინირებდა, მან ვაზარითა და გაფრთხილებებით გაიმარჯვა.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, ყაზახი ადლეტ მისინი იპონით დაამარცხა. 1/4-ფინალში უკრაინელ არტიომ ბუბირს იპონით მოუგო. 1/2-ფინალში გიორგი პაპუნაშვილს შიდოებით სძლია და ფინალში გავიდა.

სამწუხაროდ, გიორგი პაპუნაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტი შეხვედრა დათმო, მე-5 ადგილზე გავიდა.

თბილისის გრან სლემის მესამე დღეს, ბექა ღვინიაშვილის გარდა, ფინალში გელა ზაალიშვილი (+100 კგ.), გიორგი ბერიაშვილი (-100 კგ.) და ონისე სანებლიძე (-100 კგ.) ფინალში გავიდნენ.

სანებლიძემ ყაზახი სერიკ სალმენოვის ბარიერი იპონით დაძლია. 1/4-ფინალში გერმანელ დანიელ ჰერბსტს ვაზარით აჯობა. 1/2-ფინალში სანებლიძემ უზბეკ ოტაბეკ ტურაბოევს 18 წამში იპონით სძლია. სანებლიძე ფინალში გიორგი ბერიაშვილს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში ილია სულამანიძე იპონით დაამარცხა.

რაც შეეხება გელა ზაალიშვილს, მან ავასატე-იპონით დაამარცხა არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი მაგომედომარ მაგომედორამოვი და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ლევან მატიაშვილს დაუპირისპირდა,  ეს შეხვედრაც გამარჯვებით დაასრულა. ზაალიშვილმა ნახევარფინალურ სტადიაზე უზბეკ შუხრუხ ბახტიროვს ეფექტური გდებით მოუგო და მედალი გაინაღდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
თბილისის გრან სლემი - 4 ქართველი ფინალშია
თბილისის გრან სლემი - 4 ქართველი ფინალშია