ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი, დენ იგე
Aa
Aa

''ძალიან ცუდი მებრძოლები ხართ'' - თოფურიამ ევლოევსა და იგეს მიმართა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ Twitter-ში მოვსარ ევლოევისა და დენ იგეს შესახებ დაწერა. მისი თქმით, ისინი ცუდი მებრძოლები არიან, თუმცა იმედოვნებს, რომ მათ ჩხუბში რაიმე განსაკუთრებულს ნახავს, რაც მოგებულთან ბრძოლის მოტივაციას მიცემს.

''მოვსარ და იგე, ძალიან ცუდი მებრძოლები ხართ. იმედი მაქვს, მათ ბრძოლაში ვნახავ რაღაც განსაკუთრებულს, რაც გამარჯვებულთან ჩხუბის მოტივაციას მომცემს''.

მოვსარ ევლოევმა დენ იგე აბსოლუტური დომინაციით დაამარცხა. თოფურიამ აღნიშნული კომენტარი მათ შეხვედრამდე გააკეთა.

ახლახანს, თოფურიამ კიდევ ერთი ხმამაღალი განცხადება გააკეთა, „ელ მატადორმა“ სოციალურ ქსელებში მაქს ჰოლოუეისა და ჟოზე ალდოს შორის გამართული ბრძოლის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა და განაცხადა:

„ჰოლოუეის პირველ რაუნდში დავაფინიშებ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები