ლუკა კუბლაშვილი ევროპის ჩემპიონია - მოკრივეების 5 მედალი ხორვატიიდან
Aa
Aa

ლუკა კუბლაშვილი ევროპის ჩემპიონია - მოკრივეების 5 მედალი ხორვატიიდან

საქართველოს 22-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა პორიცეს (ხორვატია) ევროპის ჩემპიონატი სამივე ხარისხის ხუთი მედლით დაასრულა.

ლუკა კუბლაშვილმა (48 კგ) ფინალში უკრაინელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად ნაბიჯი დააკლდა ლექსო ხასაიას (51 კგ). ჩვენი მოკრივე აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა.

ორი დღით ადრე ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს გამოსვლა ლაშა გაგნიძემ (63,5 კგ) და ლუკა მაჭუტაძემ (80 კგ). ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა ელენე ლოლაძემ (54 კგ).

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა თითო ოქროს და ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი, რაც მომავალი ასპარეზობებისთვის იმედს გვისახავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბათუმი ხვიჩას ტრანსფერს ადასტურებს, რუბინი წერს: ,,მორჩით, რომ სადმე მიდის
ბათუმი ხვიჩას ტრანსფერს ადასტურებს, რუბინი წერს: ,,მორჩით, რომ სადმე მიდის"