გულშემატკივრის 73% თვლის, რომ სამეფო თასის ფინალში მამარდაშვილმა უნდა ითამაშოს
Aa
Aa

გულშემატკივრის 73% თვლის, რომ სამეფო თასის ფინალში მამარდაშვილმა უნდა ითამაშოს

3 მარტს, კოპა დელ რეის ნახევარფინალში, ვალენსიამ ბილბაოს ატლეტიკს უმასპინძლა, „ღამურებმა“ მინიმალური სხვაობით (1-0) გაიმარჯვეს და სამეფო თასის ფინალში ითამაშებენ.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში კვლავ გიორგი მამარდაშვილი მოგვევლინა, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან დამაჯერებელი იყო.  გიორგის სექტემბრის შემდეგ ვალენსიას რიგებში მატჩი ჩატარებული არ ჰქონდა, თუმცა ლა ლიგის 23-ე ტურის შემდეგ, მთავარი მწვრთნელი, ხოსე ბორდალასი კვლავ ქართველ მეკარეს ენდო და ესპანეთის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში, პირველ მატჩშიც (1-1), სწორედ ქართველი ,,ღამურა" ვიხილეთ.

ადგილობრივი გამოცემა (Levante-emv) გულშემატკივრის აზრით დაინტერესდა - ,,ვინ უნდა დაიცვას ვალენსიას კარი სამეფო თასის ფინალში?" , გამოკითხულთა 73%-მა მხარი ქართველ მეკარეს დაუჭირა,  20%-ს იესპერ სილესენი სურს, ხოლო ხაუმე დომენეკს ხმების 7% ერგო.

საინტერესოა, რომ გიორგის მოედანზე თითქმის იგივე რაოდენობის წუთები აქვს გატარებული (1260), რამდენიც სილესენს (1278), ქართველმა მეკარემ 14 შეხვედრაში ამდენივე გოლი გაუშვა (13 - ლა ლიგაში, 1 - თასის შეხვედრაში) სილესენმა კი - 26. განსხვავება ძალიან დიდია და მამარდაშვილი იმ მატჩების რაოდენობითაც დომინირებს, რომლებშიც კარი მშრალად შეინახა. გიორგიმ 14 შეხვედრაში ასეთი რამ 7-ჯერ გააკეთა (6 - ლა ლიგაში, 1 - თასზე) და 387 წუთი გოლი არ გაუშვია. სილესენს რაც შეეხება, მასაც 14 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მაგრამ კარი მშრალად მხოლოდ 3 შემთხვევაში შეინახა.

შეგახსენებთ, რომ სამეფო თასის ფინალში ვალენსიას მეტოქე ბეტისი იქნება. შეხვედრა 23 აპრილსაა ჩანიშნული, იქამდე კი გიორგი საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზეა. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, მარტის ამხანაგური მატჩებიდან ერთ-ერთში საქართველოს ნაკრების კარს სწორედ 21 წლის გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არველაძე: ,,ქართველები და თურქები დამცინოდნენ, ჰალის ფანები კი მხარს მიჭერდნენ
არველაძე: ,,ქართველები და თურქები დამცინოდნენ, ჰალის ფანები კი მხარს მიჭერდნენ"