მარტის ამხანაგურ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს მამარდაშვილი დაიცავს
ვილი სანიოლის ნაკრებისთვის 2022 წელი საკმაოდ დატვირთული იქნება. ჩვენი გუნდი 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს სტუმრად გამართავს. საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას 25 მარტს დაუპირისპირდება, 29 მარტს კი ალბანეთში ითამაშებს.
ფრანგმა სპეციალისტმა გულშემატკივრისთვის განაცხადი რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა.
მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ შეხვედრაში საკუთარ შანსს ვალენსიას 21 წლის მეკარე, გიორგი მამარდაშვილიც მიიღებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო),
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი,საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
გიორგის სექტემბრის შემდეგ ვალენსიას რიგებში მატჩი ჩატარებული არ ჰქონდა, თუმცა ლა ლიგის 23-ე ტურის შემდეგ მთავარი მწვრთნელი, ხოსე ბორდალასი კვლავ ქართველ მეკარეს ენდო.
თავდაპირველად, ცნობილი იყო, რომ გიორგი ვალენსია 2-ს შეუერთდებოდა, თუმცა მოვლენები იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე ველოდით - მამარდაშვილის დებიუტი 2021/22 წლების სეზონის ლა ლიგაში 13 აგვისტოს, ხეტაფეს წინააღმდეგ, პირველივე ტურში შედგა და 20 წლის შემდეგ, 20 წლის მამარდაშვილი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგის შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია