ლაციოდან, ატალანტადან, საუთჰემპტონიდან - როგორია საქართველოს მეტოქის შემადგენლობა
Aa
Aa

ლაციოდან, ატალანტადან, საუთჰემპტონიდან - როგორია საქართველოს მეტოქის შემადგენლობა

ვილი სანიოლის ნაკრებისთვის 2022 წელი საკმაოდ დატვირთული იქნება.  ჩვენი გუნდი 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს სტუმრად გამართავს. საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას  25 მარტს დაუპირისპირდება, 29 მარტს კი ალბანეთში ითამაშებს. 

საქართველოს ნაკრების ფრანგმა სპეციალისტმა გულშემატკივრისთვის განაცხადი რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა.

ცნობილი ბოსნია-ჰერცეგოვინა შემადგენლობაც, სადაც მირალემ პიანიჩი არ არის. 31 წლის გამოცდილი ნახევარმცველი, რომელიც ბარსელონას ეკუთვნის და იჯარის წესით ბეშიქთაშში თამაშობს, ტრავმირებულია.  ბულგარელი მთავარი მწვრთნელის, ივაილო პეტევის განაცხადში არიან რადე კრუნიჩი და ედინ ჯეკო.

გაირკვა ალბანეთის ნაკრების შემადგენლობაც. ედოარდო რეიამ 26 ფეხბურთელს უხმო, მათ შორის 10 მოთამაშეს იტალიის სერია ა-დან:

მეკარეები: ეტრიტ ბერიშა (ტორინო, იტალია), ტომას სტრაკოშა (ლაციო, იტალია), ელჰან კასტრატი (ჩიტადელა, იტალია)

მცველები: ელსეიდ ჰისაი (ლაციო, იტალია), ადრიან ისმაილი (ემპოლი, იტალია), ივან ბალიუ (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), ბერატ ჯიმშიტი (ატალანტა, იტალია), მარაშ კუმბულა (რომა, იტალია), ენეა მიჰაი (პაოკ, საბერძნეთი), ალბი დოკა (ჰონვედი, უნგრეთი), ემირ ლენიანი (გრასჰოპერსი, შვეიცარია), ადრიან ბაირამი (ბენფიკა, პორტუგალია)

ნახევარმცველები: კრისტიან ასლანი (ემპოლი, იტალია), ქაზიმ ლაჩი (აიაჩო, საფრანგეთი), ოდისე როში (ბოლუსფორი, თურქეთი), ამირ აბრაში (გრასჰოპერსი, შვეიცარია), ილბერ რამადანი (მტკ, უნგრეთი), ნედიმ ბაირამი (ემპოლი, იტალია), კლაუს გიასულა (დარმშტადტი, გერმანია), კეიდი ბარე (ესპანიოლი, ესპანეთი)

თავდამსხმელები: მიტრო უზუნი (გრანადა, ესპანეთი), სოკოლ ჩიკალეში (ქონიასფორი, თურქეთი), რემი მანაი (სპეცია, იტალია), ჯაკომო ვრონი (ტიროლი, ავსტრია), არმანდო ბროია (საუთჰემპტონი).

შეგახსენებთ, რომ მარტში დაგეგმილი ორივე ამხანაგური შეხვედრა ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია. საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C4 ჯგუფში, მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცხადაძე: ,,სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში 30 დინამოელია გამოძახებული, პროექტი მუშაობს
ცხადაძე: ,,სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში 30 დინამოელია გამოძახებული, პროექტი მუშაობს"