,,ხვიჩა 10 ნომერს აიღებს, მე კი ტატუს გავიკეთებ" - ნაპოლის ფანები კვარაცხელიას ელოდებიან
რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში მოსკოვის ცსკა-მ ყაზანის რუბინს უმასპინძლა და ანგარიშით - 6-1 დაამარცხა. საწყისი 26 წუთის შემდეგ ცსკა 4:0-ს იგებდა, 38-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანი შემდეგ კონსტანტინ კუჩაევმა ანგარიში შეამცირა.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში რუბინის კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ.
საინტერესო იყო პირდაპირი რეპორტაჟის მიმდინარეობისას Match TV-ის კომენტატორების განცხადება, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის იმედისმომცემია:
ხვიჩას გუნდს ბოსნიას წინააღმდეგ ამხნაგური შეხვედრა აქვს ჩანიშნული. ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებულია, ეს კი სანაკარებო პაუზამდე ბოლო მატჩია. არ არის გამორიცხული, რომ ამ შეკრების შემდეგ ხვიჩა ყაზანში აღარ დაბრუნდეს. შესაძლოა, კაპიტნის დღევანდელი სამკლავური სიმბოლურია.
რამდენიმე დღის წინ, იტალიურმა მედიამ დაწერა, რომ ქართველი ფეხბურთელით ნაპოლია დაინტერესებული. ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით, საუბარი ქართველი ფეხბურთელის დროებით გაფორმებაზე არ მიდის და იტალიურ გუნდს მისი გადაბირება ზაფხულში სურს, რათა მომდევნო სეზონში კვარაცხელიას იმედი ჰქონდეს.
პარალელურად, სოციალურ ქსელში ნაპოლის გულშემატკივრებმა ხვიჩას მიმართ დადებითი გამოხმაურებები არ დაიშურეს:
ჩაწერე Youtube-ზე ხვიჩა კვარაცხელია და ნახავ ნამდვილ ნიჭს: ის სწრაფია, ძლიერი და კარგი დრიბლინგი აქვს;
Letteralmente incantato da Khvicha #Kvaratskhelia, guardandolo su Youtube sembra un vero talento: agile, rapido, potente e dribblomane. @sscnapoli non esitare.
— Cristiano Verde (@cri_verde) March 21, 2022
არ ვიცი ვინ არის, მაგრამ მზად ვარ მისი გულშემატკივარი გავხდე.
Non so chi sia ma sono pronto a diventare uno stan account di Khvicha Kvaratskhelia, non so voi.
— ???????????????????????? ????' ???????????????? ???? ???????????????????????????????? ???? (@RwondoNaples) March 17, 2022
ხვიჩა ნაპოლიში ნამდვილად აიღებს 10 ნომერს, მე კი ტატუს გავიკეთებ.
Khvicha Kvaratskhelia al Napoli davvero prende la 10 e la fascia da capitano. In più mi tatuo il suo cognome prima di subito
— Il Fratello di Zielu (@zielulife2) March 17, 2022
დღესვე, რუბინის წარმომადგენლებმა ბუნდოვანი კომენტარი გააკეთეს: ,,ხვიჩა ნაკრებში გაემგზავრა, დაბრუნდება თუ არა კლუბში, ეს სანაკრებო შეხვედრების შემდეგ გაირკვევა".