„შარვალში ჩასვრის გარდა არაფერი გაგიკეთებია“ - ილიამ პიმბლეტს მიმართა
Aa
Aa

„შარვალში ჩასვრის გარდა არაფერი გაგიკეთებია“ - ილიამ პიმბლეტს მიმართა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ პედი პიმბლეტს მიმართა. „ელ მატადორმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ლივერპულელს შარვალში ჩასვრის გარდა არაფერი გაუკეთებია.

„მიზეზი, რომლის გამოც პედი პიმბლეტს ბოთლი ვესროლე და მარჯვენა ხელით დარტყმა განვახორციელე, არის ის, რომ ჩემი სიტყვის კაცი ვარ. გითხარი, რა მოხდებოდა, თუ შეგხვდებოდი. შენ იყავი ის, ვინც თქვა, რომ რაღაცას გააკეთებდა და შარვალში ჩასვრის გარდა, არაფერი გაგიკეთებია. ჩუმად იყავი ბავშვო.“

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ილიაზე ბრიტანელმა მებრძოლმა ისაუბრა და განაცხადა: „მას სახელით ნუ მიმართავთ და ხელის სადეზინფექციო ხსნარი უწოდეთ. მას ჩემთან მოახლოება უნდოდა და თავისი ადგილი მივუჩინე. მარტო ვიდექი, ისინი კი ექვსნი იყვნენ და მაინც არაფერი გაუკეთებია. ჩემთან ჩხუბი რომ ნდომებოდა, მაგიდას გვერდს მოუვლიდა და ჩემთან მოვიდოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.“

ცნობისთვის, პიმბლეტის თქმით, ინციდენტისას მან თოფურიას ხელის სადეზინფექციო ხსნარის ბოთლი ესროლა და ამ მეტსახელს სწორედ ამიტომ იყენებს. გეტყვით იმასაც, რომ UFC-იმ დაცვა გააძლიერა, რათა იგივე არ განმეორდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სისხლი ამიდუღდა, როცა ეს წავიკითხე
„სისხლი ამიდუღდა, როცა ეს წავიკითხე" - ილიამ პიმბლეტთან ინციდენტზე ისაუბრა