ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„გაგახსენებთ, წონა როდის ვერ ჩააბარა“ - ცარუკიანმა თოფურიას უპასუხა

მსუბუქ წონით დივიზიონში, რომლის საჩემპიონო ქამარიც ილია თოფურიამ რამდენიმე დღის წინ ჩარლზ ოლივეირას დანოკაუტების შემდეგ მოიპოვა, ქართველი „ელ მატადორის“ მთავარ კონკურენტად არმან ცარუკიანი საკუთარ თავს მიიჩნევს და ილიას სოციალური ქსელის საშუალებით ღიად უპირისპირდება. თოფურიამ სომეხ სპორტსმენს გაახსენა ის ფაქტი, რომ მას რამდენიმე თვის წინ ჰქონდა საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლის შანსი, მაგრამ ელემენტალურად წონის ჩაბარება ვერ შეძლო, რაზეც ცარუკიანმა გუშინ უპასუხა:

„ილია თოფურიაზე ერთ სახალისო ამბავს გაგაცნობთ - ის ყოველთვის ვერ ახერხებს წონის ჩაბარებას და UFC 270-ზე მასსა და კანადელ შარლ ჟურდენს შორის ორთაბრძოლა სწორედ ამ მიზეზით ჩაიშალა. ასე რომ კარგი იქნება, თუ შეწყვეტს ზღაპრების მოყოლა ცალი ხელით ჩხუბსა და ასეთ რაღაცეებზე“.

ცარუკიანის ეს განცხადება გარკვეულწილად ეთიკის და ადამიანურ ნორმებს სცდება, რადგან 2022 წლის იანვარში ჟურდენთან ჩხუბისთვის წონის ვერჩაბარების მიზეზი ილიამ მაშინვე გასაგებად ახსნა და აღნიშნა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, რის გამოც საავადმყოფოში მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მას ალის მენტალიტეტი აქვს, ილია ახალი ნეოა“ - UFC-ის ყოფილი ჩემპიონი
„მას ალის მენტალიტეტი აქვს, ილია ახალი ნეოა“ - UFC-ის ყოფილი ჩემპიონი