„როდესაც პირველ რაუნდს გავუძლებ, თოფურია ანერვიულდება“ - პიმბლეტი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა Sky Sports-თან ინტერვიუში ილია თოფურიაზე ისაუბრა. ბრიტანელი მებრძოლის თქმით, თუ ის ილია თოფურიას ერთ რაუნდს გაუძლებს, „ელ მატადორი“ ანერვიულდება, ამას კი ჩხუბში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.
პედი პიმბლეტი:
„ჩემს გვერდით ის ნერვიულობას იწყებს. როგორც იცით, ჩხუბში ემოციებს დიდი როლი აქვს. ვფიქრობ, თოფურიას კრიპტონიტი ვარ. შეგიძლიათ დამცინოთ, მაგრამ მე მართლა მჯერა, რომ მისი დაფინიშება შემიძლია.
ის გამოვა და შეეცდება, თავი მომაძროს, რასაც ვერ იზამს. ილიამ იმდენჯერ ისაუბრა პირველ რაუნდში დანოკაუტებაზე, რომ როდესაც პირველ რაუნდს გავუძლებ, ეს მის ფსიქიკაზე იმოქმედებს“.
პიმბლეტმა ასევე ისაუბრა იმაზე, ვინ უფრო დაიმსახურა ქამრისთვის ჩხუბი, მან თუ არმან ცარუკიანმა.
„მართალი გითხრათ, ალბათ, არმან ცარუკიანი ყველაზე მეტად იმსახურებს სატიტულო ჩხუბს, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მან გაყოფილი გადაწყვეტილებით მოუგო ოლივეირას და საკმაოდ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ის ჩხუბი ჩარლზმა მოიგო“.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა, „მატადორს“ მომდევნო მეტოქეებზე ჰკითხეს, მან კი ოქტაგონში პედი პიმბლეტი მიიწვია. გალიაში „მატადორსა“ და „ბედის“ შორის მცირე შეხლა-შემოხლაც მოხდა, რის შემდეგაც ილიამ განაცხადა, რომ პიმბლეტს ეშინია და მასთან ჩხუბი არ სურს.
აქვე გეტყვით, რომ პიმბლეტს (23-3) ზედიზედ 9 გამარჯვება აქვს და ბოლოს მან მიმდინარე წლის აპრილში მაიკლ ჩენდლერი დაანოკაუტა. რაც შეეხება გეიჯის (26-5) მან ბოლოს მიმდინარე წლის მარტში რაფაელ ფიზიევს მოუგო.