მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„მოუთმენლად ველი, როდის გავხდები მსოფლიო ჩემპიონი“ - სენდჰეგენი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა MMA Fighting-თან ინტერვიუში შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის ჩხუბზე ისაუბრა და „მანქანასთან“ სავარაუდო დაპირისპირებასაც შეეხო.

რას ამბობს „სენდმენი“:

„მერაბთან ჩხუბში ომალი ცოტათი გათიშული ჩანდა, უფრო მეტად - ვიდრე მათ პირველ ჩხუბში. არ ვიცი, ეს რატომ მოხდა. მერაბი კი პირიქით, ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ვფიქრობ, დვალიშვილი ახლა ძალიან კარგ ფორმაშია. ყოველ მომდევნო ბრძოლაში ის უფრო თავდაჯერებულია და ამიტომ მოუთმენლად ველი ამ გამოწვევას. ვფიქრობ, მისი დამარცხება შემიძლია. მოუთმენლად ველოდები, როდის გავხდები მსოფლიო ჩემპიონი.

ომალი ძალიან კარგი მებრძოლია. როდესაც ასეთი ათლეტური ხარ, შეგიძლია, შენს სტილში ძალიან ბევრი რამ შეცვალო. თუ საკმარისად სწრაფად არ ვითარდები, პრობლემები გექნება, მაგრამ შუგას აქვს ეს უნარი, ამიტომ ველოდები, რომ ის უფრო მრავალფეროვანი მებრძოლი გახდება. ომალიმ მცირე ცვლილებები უნდა შეიტანოს თავის ტექნიკაში და ისწავლოს გრეპლინგი. ძალიან დიდი ხანი მხოლოდ ნოკაუტის ძალის ხარჯზე აღწევდა წარმატებას, მაგრამ ახლა მას უპირისპირდებიან სრულყოფილი მებრძოლები და ერთი ნოკაუტის იმედად ვეღარ დარჩება. 

მერაბი ამბობდა, რომ ნოემბერ-დეკემბერში სურს ჩხუბი. ამაზე მეც ვარ თანახმა. ბრძოლის ჩანიშვნას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ მე მშვიდად ვარ. მოუთმენლად ველი სატიტულო ჩხუბს“.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს, საჩემპიონო ჩხუბში მერამ დვალიშვილმა შონ ომალი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და მსუბუქი წონის ქამარი მეორედ დაიცვა. ბრძოლის შემდეგ „მანქანამ“ განაცხადა, რომ სატიტულო შანსს ყველაზე მეტად კორი სენდჰეგენი იმსახურებს.

აქვე გეტყვით, რომ „სენდმენი“ 33 წლისაა და MMA-ში ჩატარებული 23 ბრძოლიდან 18 მოიგო, 5 კი წააგო. ბოლოს სენდჰეგენმა მიმდინარე წლის მაისში დეივისონ ფიგერედო დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბის არ მეშინია, სუსტი წერტილები ყველას აქვს“ - სენდჰეგენი დვალიშვილთან ბრძოლაზე
„მერაბის არ მეშინია, სუსტი წერტილები ყველას აქვს“ - სენდჰეგენი დვალიშვილთან ბრძოლაზე