ისლამ მახაჩევი, დასტინ პორიე
Aa
Aa

პორიე: მახაჩევთან ჩხუბის წინ, 2 ნეკნი მქონდა მოტეხილი


მსუბუქ წონაში ყოფილმა დროებითმა ჩემპიონმა, დასტინ პორიემ ისლამ მახაჩევთან ჩხუბზე ილაპარაკა, რომელიც 2024 წლის ივნისში გაიმართა. 

როგორც ამერიკელმა მებრძოლმა თქვა, ის ოქტაგონზე ტრავმირებული გავიდა. 

„მახაჩევთან ჩხუბის წინ, 2 ნეკნი მქონდა მოტეხილი. ჩემს ცოლს უნდოდა, რომ ბრძოლაზე უარი მეთქცა. ჩემს მწვრთნელსაც ეს უნდოდა, მაგრამ არ შემეძლო. მატეუშ გამროტმა მომტეხა ნეკნები ზუსტად საბრძოლო კვირეულის წინ. ეს უბედური შემთხვევა იყო“, - თქვა პორიემ.

შეგახსენებთ, რომ ისლამისა და დასტინის დაპირისპირება UFC 302-ზე გაიმართა. მახაჩევმა ამერიკელი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა.

გეტყვით ასევე, რომ პორიე კარიერაში უკანასკნელ შეხვედრას 19 ივლისს, (თბილისის დროით, 20 ივლისს) ნიუ ორლეანში ჩაატარებს და მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება.

მათი ორთაბრძოლა მსუბუქ წონით დივიზიონში შედგება და სასწორზე BMF-ის (The Baddest Motherfucker) სიმბოლური ქამარი იდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მათი ბრძოლა ასე დასრულდება“ - დემეტრიუს ჯონსონი ილია-ისლამის დაპირისპირებაზე
„მათი ბრძოლა ასე დასრულდება“ - დემეტრიუს ჯონსონი ილია-ისლამის დაპირისპირებაზე