„თეთრ სახლში კოკაინს არავინ დაგახვედრებს“ - პასუხი მაკგრეგორის სურვილზე
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივას, მომდევნო წელს თეთრი სახლის ეზოში UFC-ის ღონისძიების გამართვის შესახებ, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა დადებითად შეხვდა, ხოლო ორი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა ამ ქარდზე მონაწილეობის სურვილი საჯაროდ გამოთქვა. ირლანდიელი მებრძოლის ინიციატივას ისლამ მახაჩევის მენეჯერი ალი აბდელაზიზი ირონიულად გამოეხმაურა და კონორს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ნარკოდამოკიდებული იყო:
„როგორც მითხრეს, თეთრი სახლის ეზოში შესვლის წინ თითოეულ მებრძოლს ნარკოტესტი უნდა ჩაუტარონ, რაც არა მგონია კონორმა წარმატებით გაიაროს. ის ალბათ უფრო ჩინეთში გასამართ ღონისძიება მოხვდება, რადგან თეთრ სახლში კოკაინს არავინ დაახვედრებს“.
შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორი ოქტაგონში ბოლოს 2021 წელს შევიდა და დასტინ პორიესთან პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.