ილია თოფურია
Aa
Aa

„მახაჩევს და პიმბლეტს ერთ დღეს მოვუგებ“ | ილიამ ცარუკიანზეც ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ პრესკონფერენცია გამართა. „ელ მატადორი“ ესპანეთში ჩაფრინდა და ადგილობრივი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„ვგრძნობ, რომ ორგანიზაციაში ძალიან მაფასებენ და სრულ კომფორტში ვარ. ყველაფერი შეასრულეს, რასაც დამპირდნენ, და თავის მხრივ მეც ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. მომავალი? არსად მეჩქარება, თუმცა მინდა, UFC-ის ხელმძღვანელებთან დავილაპარაკო და გავარკვიო, რა მსურს. გავიგებ, ჩემთან მიმართებით რა გეგმები აქვთ და ვიპოვით, რაც ორივე მხარისთვის საუკეთესო იქნება.

მახაჩევთან ბრძოლა? ისლამთან დაპირისპირება შესაძლო ვარიანტია — ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ესპანეთში ამ შაბათსვე ვიჩხუბებდი: პირველ რაუნდში მახაჩევს შევხვდებოდი, მეორეში — პედი პიმბლეტს.

არმან ცარუკიანი? არმანი ყველაზე იოლი მეტოქეა. მასთან ჩხუბი ბევრად მარტივია, ვიდრე პიმბლეტთან. წარმოიდგინეთ, ტიტულის დასაკუთრების შანსი გეძლევა და ოქტაგონზე ვერ გადიხარ, რადგან ზურგი გტკივა... საჩემპიონო ჩხუბში ცალი ხელითაც გავიდოდი.“

შეგახსენებთ, რომ ილიამ ბოლო ჩხუბი ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართა და პირველ რაუნდში ბრუტალური ნოკაუტით მოიგო. „დუ ბრონქსის“ დამარცხების შემდეგ, „ელ მატადორი“ UFC-ის Pound for Pound რეიტინგის ლიდერი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ილეთით გეიჯის შეუძლია ნებისმიერი დაამსხვრიოს, მათ შორის ილიაც“
„ამ ილეთით გეიჯის შეუძლია ნებისმიერი დაამსხვრიოს, მათ შორის ილიაც“