ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ედი ალვარესი
Aa
Aa

„ამ ილეთით გეიჯის შეუძლია ნებისმიერი დაამსხვრიოს, მათ შორის ილიაც“

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ედი ალვარესმა განაცხადა, რომ ჯასტინ გეიჯის არსენალში აქვს ის იარაღი, რომლითაც შესაძლოა ილია თოფურიას დამარცხება შეძლოს.

მსუბუქი წონის ყოფილი დროებითი ჩემპიონი გეიჯი ბოლო დროს „ელ მატადორის“ შესაძლო მომდევნო მეტოქედ სახელდება. პედი პიმბლეტთან და ისლამ მახაჩევთან ერთად, სწორედ მისი სახელი ისმის.

„ეგოისტურად ვიტყვი - თოფურიას მომდევნო მეტოქედ მე ჯასტინ გეიჯი მინდა. მისი საბრძოლო სტილის გამო, მინდა რომ ის ილიას წინააღმდეგ ვიხილო. ჩემს ფანებსაც ეს სურთ. ამ ბრძოლაში მინდა, რომ ჯასტინი ცოტათი უფრო მშვიდი იყოს, ნაკლებად დაუფიქრებელი, რადგან მის წინააღმდეგ საშიში ბიჭი იდგება.

გეიჯს არ აინტერესებს ვის ეჩხუბება, ვინ დგას მის წინააღმდეგ, ის ფეხის დარტყმის ილეთს იყენებს და ხშირ შემთხვევაში მეტოქეს ზიანს აყენებს. მას ამის გაკეთება ნებისმიერის წინააღმდეგ შეუძლია.

ჯასტინს შეუძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მეტოქე თავისი ფეხის დარტყმით დაამსხვრიოს. მას ამის გაკეთება თოფურიასთანაც შეეძლება. სიამოვნებით ვნახავდი მათ ბრძოლას“.

- განაცხადა ალვარესმა The Bohnfire-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები