ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, კოულ პალმერი
Aa
Aa

ვინ მოიგებს საკლუბო მსოფლიოს - Opta-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა

ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა, OPTA-მ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/4 ფინალების შემდეგ განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომელშიც ტურნირის ჩემპიონობის შანსებია მოცემული.

OPTA-ს სუპერკომპიუტერის გამოთვლებით, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ყველაზე დიდი შანსი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ აქვს. პარიზული გუნდის შანსები 39.33%-ით არის შეფასებული. პსჟ-ს შემდეგ, მეორე ადგილზე ლონდონის „ჩელსია“ (33.27%).

მესამე პოზიციაზე ნახევარფინალში პარიზული გუნდის მეტოქე, მადრიდის „რეალია“, რომლის შანსებიც 24.67%-ით არის შეფასებული, მეოთხე პოზიციაზე კი „ფლუმინენსეა“ – 2.72%.

OPTA-ს გამოთვლებით, ფინალში ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „ჩელსი“ შეხვდებიან. საგულისხმოა, რომ ამ ფინალურ წყვილს სუპერკომპიუტერი ჯერ კიდევ 1/8 ფინალიდან ვარაუდობდა.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ნახევარფინალური თამაშები 8 და 9 ივლისს გაიმართება. 8 ივლისს, ლონდონის „ჩელსი“ ბრაზილიურ „ფლუმინენსეს“ დაუპირისპირდება, 9 ივლისს კი პსჟ მადრიდის „რეალს“ შეხვდება. ორივე მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ეს უგუნურებაა“ - ნოიერმა დონარუმა გააკრიტიკა
“ეს უგუნურებაა“ - ნოიერმა დონარუმა გააკრიტიკა