ოფიციალურად - სუბიმენდი არსენალის ფეხბურთელია
დიდი ხანია იწერება, რომ მარტინ სუბიმენდი სოსიედადს დატოვებდა და არსენალს შეუერთდებოდა.
ყველაფერი ასეც მოხდა. სულ ცოტა ხნის წინ, ლონდონური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ ესპანელი ნახევარმცველი არსენალის ფეხბურთელია.
Controlling the tempo.
— Arsenal (@Arsenal) July 6, 2025
Martin Zubimendi is a Gunner ✊
Original music by Ezra Collective's Femi Koleoso. pic.twitter.com/sYbDanRUnT
სატრანსფერო ღირებულებად 65 მილიონი ევრო დასახელდა. მარტინი მეთოფეებში 36-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელის გადაბირება მადრიდის რეალსაც სურდა, მაგრამ თავად სუბიმენდიმ არსენალი აირჩია.
ცნობისთვის, ლონდონური კლუბი საკმაოდ ახლოს არის ვიქტორ გიოკერეშის გაფორმებასთან. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდება, არსენალი მომავალ სეზონში ყველა ტურნირზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.