2024-25 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე ფორმატი იცვლება
Aa
Aa

2024-25 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე ფორმატი იცვლება

უეფა ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე მუშაობს, რომელიც ძალაში 2024-25 წლებიდან შევა და მასში ბევრი სიახლე იქნება.

განახლებული ჩემპიონთა ლიგა ასეთი იქნება:

ტურნირში მონაწილეობას 32 გუნდის ნაცვლად 36 მიიღებს. ჯგუფურ ეტაპს კი ერთი მთლიანი სატურნირო ცხრილი ჩაანაცვლებს. თითოეული კლუბი 6-ის ნაცვლად 10 შეხვედრას ჩაატარებს, 5 შინ და 5 სტუმრად. ჯამში კი 100 მატჩით მეტს ვიხილავთ.

სატურნირო ცხრილში მოწინავე 9 ადგილზე მყოფი გუნდები შემდეგ ეტაპზე პირდაპირ გავლენ. მე-9 ადგილიდან 24-ე პოზიციაზე მყოფი კლუბები კი მომდევნო ეტაპის საგზურის მისაღებად ერთმანეთთან ორმატჩიან დაპირისპირებებს გამართავენ.

პარალელურად სუპერ ლიგამ ახალი პროექტი წარადგინა

სპორტულ-ეკონომიკურ ფორუმზე ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი გამოვიდა და საზოგადოებას სუპერ ლიგის განახლებული პროექტი წარუდგინა, რომელშიც თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით ცვლილებებია შეტანილი.

პირველად ვერსიაში მთავარ პრობლემად სახელდებოდა ის, რომ ლიგიდან არავინ ვარდებოდა და არც არავინ ემატებოდა. ამჟამად ვითარება ასეთია: სუპერ ლიგაში 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2 დივიზიონად (პირველი და მეორე) დაიყოფა - 10-10 გუნდი. გათვალისწინებული იქნება გავარდნაც და აღზევებაც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსებს ფეხბურთსაც აღარ აყურებინებენ? პრემიერ ლიგა ამაზე მუშაობს
რუსებს ფეხბურთსაც აღარ აყურებინებენ? პრემიერ ლიგა ამაზე მუშაობს