დევიდ ბექჰემი
Aa
Aa

სერ დევიდი - ბექჰემს რაინდის წოდება მიენიჭება

დევიდ ბექჰემს რაინდის წოდება მიენიჭება. The Sun-ის ცნობით, ლეგენდარული ინგლისელი რაინდის წოდებაზე იქნება წარდგენილი. დევიდს მიენიჭება ტიტული „სერ“, ხოლო მის მეუღლე ვიქტორიას „ლედი“.

ჯილდოს ოფიციალური გამოცხადება ამ თვის ბოლოს მოხდება.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსები და სპორტსმენები ბექჰემის რაინდობის თაობაზე წლების განმავლობაში მსჯელობდნენ და მას მხარს უჭერდნენ, თუმცა ამ დრომდე ეს ვერ ხერხდებოდა.

პირველად ამის მცდელობა 2011 წელს იყო, მას შემდეგ რაც მან ხელი შეუწყო 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის უზრუნველყოფას. თუმცა, განაცხადი პასუხი უარყოფითი იყო, რადგან ის, ისევე როგორც მრავალი სხვა ვარსკვლავი, გადასახადებისგან თავის არიდების სქემაში იყო ჩართული და ეჭვმიტანილად ითვლებოდა.

„ინტერ მაიამის“ მფლობელმა ასევე დიდი წვლილი შეიტანა ქველმოქმედებაში და ჩარლზ III-ის ფონდთან თანამშრომლობს. გასულ წელს მეფემ ის ოფიციალურად ქველმოქმედების ელჩად დანიშნა.

2003 წელს, დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ ფეხბურთში გაწეული დამსახურებისთვის დევიდს ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიანიჭა, რითაც ბექჰემი ორდენის ოფიცერი გახდა (ჯილდოს მე-4 კლასი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთი სიმბოლოა“ | ლიზარაზუმ ხვიჩაზე ისაუბრა
„კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთი სიმბოლოა“ | ლიზარაზუმ ხვიჩაზე ისაუბრა