კილიან მბაპე
Aa
Aa

ორი რეკორდი დაამყარა - მბაპეს ახალი მიღწევები

უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთთთან (4:5) განცდილი მარცხის მიუხედავად, კილიან მბაპესთვის ეს თამაში გარკვეულწილად დასამახსოვრებელი იქნება. „სამფეროვნების“ კაპიტანმა პენალტის ნიშნულიდან გატანილი გოლის გარდა, რაიან შერკს საგოლე პასი მიაწოდა, ეროვნული გუნდის რიგებში შესრულებული საგოლე მოქმედებების რაოდენობით (80) ტიერი ანრის აჯობა და ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

მბაპე მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა - შერკისთვის გაკეთებული ასისტი მის სანაკრებო კარიერაში რიგით 31-ე გახლდათ და ამ დრომდე რეკორდსმენს ანტუან გრიზმანს (30) გაუსწრო, რომელმაც ეროვნულ გუნდში ასპარეზობა უკვე დაასრულა. როდესაც 26 წლის კილიანს მის მიერ დამყარებულ მორიგ რეკორდებზე დაუსვეს შეკითხვა, განაცხადა რომ დაცვის ექსპერიმენტალური ხაზით ასპარეზობა მათ წაგებას ვერ გაამართლებს.

ცნობისათვის, კილიან მბაპეს ანგარიშზე საფრანგეთის ნაკრებში გამართულ 89 შეხვედრაში 49 გოლი და 31 ასისტია, ხოლო ტიერი ანრიმ 78 მატჩში თავი 51 ბურთითა და 27 საგოლე პასით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
9 გოლიანი თრილერი - ესპანეთმა საფრანგეთი დაამარცხა და ფინალშია
9 გოლიანი თრილერი - ესპანეთმა საფრანგეთი დაამარცხა და ფინალშია