უკრაინის დროშები, ცნობილი სიმღერა და კაპიტნად მიკოლენკო - მხარდაჭერა უკრაინას ინგლისიდან
Aa
Aa

უკრაინის დროშები, ცნობილი სიმღერა და კაპიტნად მიკოლენკო - მხარდაჭერა უკრაინას ინგლისიდან

ინგლისის ასოციაციის თასის 1/8-ფინალში „ევერტონის“ მეტოქე „ბორეჰემ ვუდი“ გახლავთ. მატჩი „გუდისონ პარკზეა“ ჩანიშნული და შეხვედრის დაწყებამდე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მოთამაშეები გასახურებლად თეთრი ფერის მაისურებით გავიდნენ, რომლებზეც წინ უკრაინის დროშა იყო დატანილი, ხოლო უკან ასეთ წარწერას ვხედავთ - „ჩვენ უკრაინასთან ვდგავართ.“

გახურების შემდეგ, ფეხბურთელები გასახდელში დაბრუნდნენ, სათამაშო ფორმებში გამოეწყვნენ და მოედანზე უკრაინის დროშებთან ერთად გავიდნენ. ამ დროს სტადიონზე ჯონ ლენონის ცნობილი სიმღერა, Imagine-ი გაისმა და მოთამაშეებმა გამოფინეს ბანერი, რომელზეც ამ სიმღერის ნაწყვეტი იყო გამოსახული - Imagine all the people Sharing all the world.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში „ევერტონის“ კაპიტანი სიმბოლურად უკრაინელი ფეხბურთელი, ვიტალი მიკოლენკო გახლავთ. „ბორეჰემ ვუდმა“ მიკოლენკოს სპეციალური მაისურიც გადასცა და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფეჰერვარის ფეხბურთელმა უკრაინელი ლტოლვილები საკუთარ სახლში შეიფარა
ფეჰერვარის ფეხბურთელმა უკრაინელი ლტოლვილები საკუთარ სახლში შეიფარა