ევლოევი: "თოფურია უფრო მეტად ევროპელია, ვიდრე ქართველი"
Hustle MMA-ის პოდკასტში UFC-ის რუსმა მებრძოლმა მოვსარ ევლოევმა ილი თოფურიასთან ურთიერთობაზე და მათ შორის არსებულ ეგრეთწოდებულ „თრეშ თოქზე“ ისაუბრა.
„ეს დაანონსებული ბრძოლა იყო და მან თავისი ფსევდო „თრეშ თოქი“ ჩართო და მე მხოლოდ ავყევი, რადგან ჯდომა და მოსმენა საინტერესო არ არის. ჩემი თანამემამულეები და მეგობრები შემეკითხებოდნენ - რატომ ზიხარ და ამდენს უთმენ?
აქამდე ჩვენი გზები მაიამიში გადაიკვეთა. ერთ-ერთ წვეულებაზე ვისაუბრეთ, დავმეგობრდით. მაშინ ის ასეთად მომეჩვენა.
შემდეგ ვნახე, რომ ტვიტერიდან უხეშობდა. პროგნოზსაც აკეთებდა, რომ პირველივე რაუნდში მომიგებდა.
ის უფრო მეტად ევროპელია, ვიდრე ქართველი. არ ვიცი, რატომ გაღიზიანდა თოფურია, როცა მას ესპანელი ვუწოდე.
ამბობენ, რომ თოფურიამ ჩემი მისამართით ეს აგრესია მას შემდეგ დაიწყო, როცა გაიგო, რომ მე ის და მისი ოჯახი ცუდად მოვიხსენიე, მაგრამ ასეთი რამ რეალურად არასდროს მომხდარა.
რეალურად მის მიმართ არანაირი პრობლემა არ მაქვს. უბრალოდ გავალ, ჩემს საქმეს გავაკეთებ. და თუ მას ბრძოლის შემდეგ რაიმე კითხვები ექნება, ამისთვის მზად ვარ.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეს „თრეშ თოქი“ საქართველოში საკუთარ თავზე არავის მიუღია. საერთოდ ვთვლი, რომ საქართველოში მე უფრო მეტი ქომაგი მყავს, ვიდრე თოფურიას ესპანეთში“.
შეგახსენებთ, რომ ევლოევმა თოფურიასთან ბრძოლაზე უარი კორონავირუსით ინფიცირების გამო თქვა. მის ნაცვლად ილიას ჩარლზ ჟურდენის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ ექიმებმა წონის კლების პროცესის შეწყვეტა მოსთხოვეს.