ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ჩეილ სონენი
Aa
Aa

„მგონია, რომ უბრალოდ ოცნებაა“ - სონენი ილია-ისლამის ჩხუბზე

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ჩეილ სონენმა, ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ბრძოლის ჩანიშვნის იმედი არ აქვს.

რას ამბობს სონენი:

„ვფიქრობ, ეს ბრძოლა რეალური მსუბუქ წონაში იქნებოდა, მაგრამ არ მჯერა, რომ ისლამი კვლავ ამ წონაში დაბრუნდება. არც იმის მჯერა, რომ მახაჩევი ქვესაშუალო წონაში ისეთივე წარმატებას მიაღწევს, როგორსაც მსუბუქში მიაღწია. ისლამმა ამ გადაწყვეტილებით ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევა აიღო და ვნახოთ, გაამართლებს თუ არა. თუ ისლამი ქვესაშუალო წონაში წარმატებას მიაღწევს, მაშინ მათ ბრძოლაზე ოცნებები კიდევ უფრო შორს წავა. დიდი ალბათობით, ეს მაშინ მოხდება, თუ მახაჩევი ქვესაშუალო წონაში დამარცხდება.“

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა მსუბუქ წონაში ბოლოს UFC 311-ზე, რენატო მოიკანოს წინააღმდეგ იჩხუბა და პირველივე რაუნდში საბმიშენით დაამარცხა. ამის შემდეგ ისლამმა ქვესაშუალო წონაში გადაინაცვლა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახადა. ქამარი რამდენიმე კვირის წინ ილია თოფურიამ, ჩარლზ ოლივეირასთან გამარჯვებით მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ჯერ კონორი, შემდეგ ილია“ - ნეით დიასი ორ ბრძოლას ითხოვს
„ჯერ კონორი, შემდეგ ილია“ - ნეით დიასი ორ ბრძოლას ითხოვს