ჯონ ჯონსი, ხორხე მასვიდალი
Aa
Aa

„მასზე უკეთესს ვის მისცემენ ფულს“ - მასვიდალმა ჯონსზე ისაუბრა

ჯონ ჯონსსა და UFC-ის ხელმძღვანელებს შორის არსებულ კონფლიქტზე ბოლო პერიოდში სისტემატურად იწერება. ყველაზე მეტად ეს საკითხი აქტუალური თეთრი სახლის ღონისძიების წყვილების გამოცხადების შემდეგ გახდა. როდესაც ყველა ელოდა, რომ მძიმე წონაში გადასული ალექს პერეირას მეტოქე დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის „ბოუნსი“ იქნებოდა, ბრაზილიელს ჩხუბი სირილ განთან ჩაუნიშნეს. რა ხდება დენა უაითსა და ჯონ ჯონსს შორის, ამის თაობაზე ცნობილ მებრძოლს ხორხე მასვიდალს ჰკითხეს და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„არცთუ შორეულ წარსულში ჯონ ჯონსსა და დენა უაითს შორის სერიოზული გაუგებრობა იყო და შეიძლება ეს გაუგებრობა ახლაც არსებობს. ჯონმა რამდენიმე ბრძოლაში მონაწილეობაზე უარი თქვა და შესაბამისად, UFC-ის შეფებს მის მიმართ გამოჩენილი უარყოფითი დამოკიდებულების გამო ნამდვილად ვერ გაამტყუნებ.

ეს ბიზნესია და როდესაც ისეთი მებრძოლი, რომელიც ჩხუბებზეც ბილეთებს კარგად გაყიდის, უარს რამდენჯერმე გეუბნება, მასზე დადებითი წარმოდგენა ვერ შეგექმნება. სხვა საკითხია ის მეორე მხარე, რომელზეც ჯონსის მხარდამჭერები საუბრობენ. თუ პრობლემას მართლა ის ქმნის, რომ UFC-ის ჯონისთვის სათანადო ჰონორარის გადახდა არ სურს, ეს პირადად ჩემთვის ცოტა უცნაურია.

თუ ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი ვერ იღებს ორგანიზაციისგან იმას, რასაც იმსახურებს, აბა ვინ უნდა მიიღოს? მასზე უკეთესს ვინს მისცემენ ფულს?! დენა უაითს მივმართავ, რომ ჯონსის მოთხოვნები დააკმაყოფილოს სანამ ის პენსიაზე გასულა და მისი ჩხუბების ყურებით კიდევ რამდენჯერმე დავტკბეთ“.

ცნობისათვის, კულუარული ინფორმაციით, თეთრი სახლის ღონისძიებაზე როგორც ჯონსი-პერეირას, ასევე თოფურია-მახაჩევის ბრძოლების ჩანიშვნა განიხილებოდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ორივე მათგანი ჩაიშალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერი ბრწყინვალედ ჩაივლის“ - ტრამპი UFC-ის თეთრი სახლის ქარდზე
„ყველაფერი ბრწყინვალედ ჩაივლის“ - ტრამპი UFC-ის თეთრი სახლის ქარდზე