„ჩიმაევი მის სისხლს დაღვრის“ - ბელალმა სტრიკლენდს სულელი უწოდა
რაც უფრო მეტად ახლოვდება UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლა ხამზატ ჩიმაევსა და შონ სტრიკლენდს შორის, მით უფრო მეტი საუბრები მიდის ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ერთი რამ ცხადია, ცალსახა ფავორიტად დაუმარცხებელი ჩეჩენი მებრძოლი სახელდება და ასევე მას ანიჭებს უპირატესობას ქვესაშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი ბელალ მუჰამადი, რომელიც პროგნოზების გაკეთების დროს სტრიკლენდისთვის შეურაცხყოფის მიყენებასაც არ მოერიდა.
ბელალ მუჰამადი
ვფიქრობ, ეგრეთწოდებულმა თრეშ-თოქმა და სისულელეების ლაპარაკმა ისეთ სულელ ადამიანს, როგორიც შონ სტრიკლენდია, მისცა შანსი კიდევ ერთი სატიტულო ჩხუბი მიეღო. დიდი ინტერესით ველოდები მის ორთაბრძოლას, რადგან ვნახო როგორ დაღვრის სტრიკლენდის სისხლს ხამზატ ჩიმაევი, შემდეგ გაანადგურებს, გადააბიჯებს, ფსიქოლოგიურად მოსპობს და აიძულებს, რომ დანებდეს.
ცნობისათვის, ბელალ მუჰამადი ბოლოს ოქტაგონში გასული წლის შემოდგომაზე შევიდა და იან მაჩადო გარისთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. მომდევნო ორთაბრძოლას კი პალესტინელი მებრძოლი 6 ივნისს, გაბრიელ ბონფიმთან გამართავს.