ემპოლი, ბეტისი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

Tuttomercatoweb: ბეტისი გოგლიჩიძის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

„ბეტისი“ „ემპოლის“ ქართველი მცველის, საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, „ბეტისი“ დაცვის გაძლიერებას გეგმავს და ამისთვის ორი კანდიდატი იტალიურ კლუბებში ჰყავს შერჩეული.

„გრძელდება მოლაპარაკებები „ვერონასთან“ 22 წლის დანიელე გილარდის ტრანსფერთან დაკავშირებით. ამ დროისთვის მთავარ პრობლემურ საკითხს ტრანსფერის ღირებულება წარმოადგენს. „ვერონას“ პოზიციებს ისიც ამყარებს, რომ გილარდიმ რამდენიმე თვის წინ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ასევე, „ანდალუსიელებს“ 2004 წელს დაბადებული ქართველი მცველის, საბა გოგლიჩიძის დამატება სურთ. გასულ დღეებში ორ კლუბს შორის ქართველ მცველთან დაკავშირებით კიდევ ერთი კონტაქტი შედგა“, - წერს გამოცემა.

ცნობისთვის, იტალიური პრესა გოგლიჩიძის სახელს „რომასაც“ უკავშირებს. ვრცელდება ინფორმაცია „სასუოლოს“ მხრიდან ინტერესზეც.

შეგახსენებთ, რომ „ემპოლიმ“ გოგლიჩიძე ქუთაისის „ტორპედოდან“ 2024 წელს დაიმატა. Transfermarkt-ის მონაცემებით, ქართველი მცველის საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერას ესპანეთში გააგრძელებს - მათე საურის ახალი კლუბი ცნობილია
კარიერას ესპანეთში გააგრძელებს - მათე საურის ახალი კლუბი ცნობილია