ატალანტა, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ატალანტა ხელშეუხებელ მიქაუტაძეზე ოცნებობს“ - იტალიური პრესა

მატეო რეტეგის საუდის არაბეთში წასვლის შემდეგ, „ატალანტა“ ახალ ფორვარდს ეძებს და ბერგამოელთა სამიზნეში ერთ-ერთი მოწინავე გიორგი მიქაუტაძეა.

foot01-ის ცნობით, „ლიონში“ ამ ზაფხულს პრაქტიკულად ყველა ფეხბურთელი იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა DNCG-ს სააპელაციო გადაწყვეტილებით ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება შეძლო, კლუბი ფინანსურად კვლავ მყიფე მდგომარეობაშია და ძნელად გაუძლებს მსუყე შემოთავაზებებს.

მიუხედავად იმისა, რომ „ლიონი“ მიქაუტაძეს ლაკაზეტის შემცვლელად განიხილავს, ჟორჟს ევროპიდან მაინც ბევრი წინადადება აქვს, რომელთაგან განსაკუთრებით სერია A-ს წარმომადგენლები აქტიურობენ. „რომას“ შემდეგ, ამჯერად „ატალანტა“ აქტიურობს.

Calcioatalanta მიქაუტაძეს რეტეგის მთავარ შემცვლელად ასახელებს. ატალანტა ქართველ ფორვარდზე ოცნებობს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიონი მიქაუტაძეს 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობდა. ეს თანხა მინიმუმი იყო და კლუბი მეტსაც მოითხოვდა, თუმცა ამჯერად ჟორჟს ხელშეუხებელი მოთამაშის სტატუსი მისცეს და გუნდში ის ამ მხრივ ერთადერთია. აქედან გამომდინარე მისი შეძენა ძალიან რთული იქნება.

როგორც წყარო წერს, თუ „ატალანტას“ მიქაუტაძის შეძენა ნამდვილად სურს, მათ საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მეტის გადახდა მოუწევთ. სხვა შემთხვევაში ტრანსფერი არ შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები