სტეფ კარის მორიგი რეკორდი - NBA-ში პირველი, ვინც 3000 სამქულიანი ჩააგდო
„გოლდენ სტეიტის“ 3-მატჩიანი წაუგებელი სერია „დენვერ ნაგეთსთან“ შეწყდა. კოლორადოელებმა სენსაცია შემოგვთავაზეს და დასავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანი სტუმრად დაამარცხეს. „ჩეიზ სენთერში“ შეკრებილმა გულშემატკივრებმა ერთმანეთისგან განსხვავებული ტაიმები იხილეს. საწყისი 24 წუთი „დენვერმა“ შესანიშნავად ჩაატარა და დიდ შესვენებაზე 24-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმი „გოლდენ სტეიტის“ იყო. „მეომრებმა“ საფინალო სირენამდე 64 წამით ადრე, ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა ეს მათი მაქსიმუმი აღმოჩნდა და საბოლოოდ, 86-89 წააგეს.
მარცხის მიუხედავად, „უორიორსის“ ლიდერმა, სტეფ კარიმ საკალათბურთო სამყაროს ყურადღების მიპყრობა მაინც მოახერხა. „ოქროს ბიჭუნამ“ „დენვერს“ 5 სამქულიანი ჩაუგდო და NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც 3000 სამქულიანი გაიფორმა. სტეფმა მატჩი 23 ქულით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 4 ასისტით დაასრულა. ენდრიუ უიგინსი 21 ქულითა და 8 მოხსნით გამოირჩა, ხოლო პეიტონსა და ტოსკანო-ანდერსონს 11 და 10 ქულა ჰქონდათ.
The greatest 3-point shooter of all time.
— Golden State Warriors (@warriors) December 29, 2021
The first to ever make 3,000 treys.
Salute, @StephenCurry30 ☔ pic.twitter.com/wNoTUbBo1e
Steph Curry is the first player to ever hit 3,000 career 3-pointers
— Bleacher Report (@BleacherReport) December 29, 2021
No one else like him ???? pic.twitter.com/PegzAsO70h
„დენვერის“ რიგებში ბრწყინვალე იყო ნიკოლა იოკიჩი. „ჯოკერმა“ 22 ქულა, 18 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება გააკეთა. უილ ბარტონმა აქტივში 21 ქულა ჩაიწერა და აღნიშნული დუეტის გარდა, „ნაგეთსის“ მხრიდან 10 ქულაზე მეტი არავის დაუგროვებია.
„დენვერთან“ მარცხის შემდეგ, „გოლდენ სტეიტს“ 27 მოგება და 7 წაგება აქვს და კვლავინდებურად პირველ პოზიციას იკავებს. „ნაგეთსის“ ანგარიშზე კი 17 მოგება და 16 წაგებაა. კოლორადოელები მეხუთე ადგილზე არიან.