კაშია: ,,გვაქვს ოპტიმიზმი, რომ შემდეგი ციკლისთვის უკეთესად ვითამაშებთ
Aa
Aa

კაშია: ,,გვაქვს ოპტიმიზმი, რომ შემდეგი ციკლისთვის უკეთესად ვითამაშებთ"

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა უზბეკეთის წინააღმდეგ გამართა და წლის ფინალურ მატჩში ანგარიშით - 1-0 გაიმარჯვა.

გამარჯვების გოლი დებიუტანტის, დავით ვოლკოვის ანგარიშზეა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გურამ კაშიამ გააკეთა, რომელიც ბოლო მატჩებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კაპიტნობდა:

ბოლო სამი თამაში, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმ ოპტიმიზმს, რომ შემდეგი ციკლისთვის უკეთესად ვითამაშოთ. სათამაშო ხარისხი გავაუმჯობესეთ, ახალი სისტემაც ვიპოვეთ, რომელიც კომფორტულია ფეხბურთელებისთვისაც და მწვრთნელებისთვისაც.

ფეხბურთელებს ყოველთვის გვიხარია და მოტივირებული ვართ ნაკრებში ჩამოსვლისას.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ფრანგი სპეციალისტის საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა - მათ შორის, 2 შეხვედრა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, როდესაც სტუმრად, კოსოვო დავამარცხეთ (1-2), ხოლო ბათუმის სტადიონზე - შვედეთი (2-0).

ამით, ჩვენმა ნაკრებმა კალენდარული წელი დაასრულა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 2022 წლის მარტში გამართავს.

მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ მონტროში, უეფას ერთა ლიგის 2022-23 წლის სეზონის წილისყრა გაიმართება. მატჩები 2023 წლის ივნისსა და სექტემბერში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვილი სანიოლი: ,,ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი არ ყოფილა
ვილი სანიოლი: ,,ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი არ ყოფილა"