„რა გქვია
Aa
Aa

„რა გქვია"? - 8 წლის ლიონელ მესის მატჩისშემდგომი ინტერვიუ

„ნიუელს ოლდ ბოიზმა“ სოციალურ ქსელებში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოში 8 წლის ლიონელ მესის ვხედავთ, რომელთანაც მატჩისშემდგომი ინტერვიუა ჩაწერილი. სხვათა შორის, იმ შეხვედრაში „ლა პულგამ“ ორი გოლი შეაგდო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

რეპორტიორი: „მესი, შეგიძლია მოხვიდე?“

მესი: „მოიცადე, მოვდივარ.“

რეპორტიორი: „რა გქვია?“

მესი: „ლიონელ მესი.“

რეპორტიორი: „შენ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აგირჩიეს. იცი ეს?“

მესი: „არა.“

რეპორტიორი: „შეგიძლია შენს გოლებზე მოგვიყვე?“

მესი: „მეორე გოლზე?“

რეპორტიორი: „დიახ.“

მესი: „ბურთი ფედერიკო როსოსგან მოვიდა, გრიგინიმ იგი ლუკასს გადასცა, ლუკასმა მე გადმომაწოდა და მე გავიტანე.“

რეპორტიორი: „ორი გოლი გაიტანე ხომ?“

მესი: „დიახ.“

რეპორტიორი: „გოლებს ვის მიუძღვნი?“

მესი: „გოლს მამაჩემს, ბიძაჩემს, მთელ ჩემს ოჯახს და ყველა იმ ადამიანს ვუძღვნი, ვინც მიცნობს.“

სხვათა შორის, „ნიუელს ოლდ ბოიზმა“ ვიდეოს ტექსტიც დაურთო: „ახალგაზრდა GOAT-ის პირველი სიტყვები. ეს შესაძლოა, მისი პირველი მატჩისშემდგომი ინტერვიუ იყოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები